,,უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ” – თინათინ ბოკუჩავა

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა შალვა პაპუაშვილმა არ მისცა.

„იცით, რომ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარი უფლებამოსილებაა, მოუსმინოს მთავრობას და შემდეგ დაამტკიცოს, ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა უარი მივიღეთ ამ შემოთავაზებაზე შალვა პაპუაშვილისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს კონსტრუქციული მიდგომისთვის,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები