ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

ბლინკენი ხვდება ნეთანიაჰუს თანაშემწეებს და ომის კაბინეტის წევრებს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას და სხვა მაღალჩინოსნებს.

ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, ჰერცი ჰალევიც.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი გეგმავს მოგვიანებით შეხვდეს ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს.

მსგავსი თემები