„3 მოსწავლე იყო ჩვენი, საუკეთესო შვილები არიან“- მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი.

,,3 მოსწავლე იყო ჩვენი… საუკეთესო შვილები არიან”, – ამბობენ მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები.

ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

მსგავსი თემები