კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

მან ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.

მსგავსი თემები