ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ცნობისთვის, ავარია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე 3 მოქალაქეს შეეჯახა.

მსგავსი თემები