პოლონეთში დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი

პოლონეთის ქალაქ გდინიაში სამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს აიყვანეს, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი თემები