ბაიდენმა ისრაელის 4 მოქალაქე დაასანქცირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

,,დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია”, – ნათქვამია მის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

სანქციები მათ აშშ-ის ქონებასა და აქტივებზე წვდომას დაუბლოკავს. ასევე ხელი შეეშლებათ ამერიკული ფინანსური სისტემის გამოყენებაში.

მსგავსი თემები