გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 220-ზე მეტი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 222 კი დაშავდა. ღამით სამრეწველო შენობის წინ აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, მანქანები. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სულ მცირე 25 ბავშვია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი თემები