თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში მძევლები აიყვანეს

თურქეთში, სტამბოლის მახლობლად, Procter & Gamble (P&G) ქარხანაში მძევლები აიყვანეს. ქარხნის პროფკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ქარხანაში, ამ დროისთვის, დაკავებულია შვიდი ადამიანი, დანარჩენი თანამშრომლები გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს და შემთხვევის ადგილზე გაგზავნეს სამედიცინო პერსონალი.

,,ჩვენ ევაკუაცია გამოვაცხადეთ ქარხანაზე და ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიციასთან”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები