სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ – ანალენა ბერბოკი

სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ბერლინში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ 30-წლიანი მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადეს, რომ მზად არიან მშვიდობისთვის, რათა მოაგვარონ გადაუწყვეტელი საკითხები მშვიდობიანი გზით და ძალის გამოყენების გარეშე, რაც აუცილებელია. პირდაპირი დიალოგი, როგორც დღეს, ისევე ხვალ, არის საუკეთესო გზა გრძელვადიანი პროგრესისთვის“, – განცხადა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები გამართა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

მსგავსი თემები