ნავალნის დაკრძალვაზე მისვლის შემთხვევაში, რუსეთში სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან

რუსეთში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან. ინფორმაცია Telegram არხებით ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ 29 თებერვალს და პირველ მარტს “ფრთხილად იყვნენ” და მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას.

ალექსეი ნავალნის პარასკევს მოსკოვში დაკრძალავენ. ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია არ გამორიცხავს, რომ ხვალ რუსი ოპოზიციონერის გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები დააკავონ კიდეც.

მსგავსი თემები