მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე დანით მუქარაში ადანაშაულებს

მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში პოლიციამ გამოძიება დაიწყო, დაპირისპირება მოზარდებს შორის მოხდა, – ინფორმაციას tvpirveli.ge ავრცელებს.

12 წლის მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე ბულინგსა და დანით მუქარაში ადანასაულებს. “მედიასაშუალებასთან  დედა ამბობს, რომ მის შვილს ერთი და იგივე მოზარდი რამდენჯერმე დახვდა სკოლაში და დაემუქრა, როგორც დანით, ისე სიტყვიერად.

მშობლის ინფორმაციით, მეცხრე კლასელი ბიჭი მეშვიდე კლასელ მოზარდს საქმეებს ხან სკოლის საპირფარეშოში ურჩევს, ხანაც საჩხუბრად სარდაფში ჩაჰყავს.

მომხდარზე უკვე ინფორმირებულია პოლიცია, თუმცა საგამოძიებო უწყების ჩარევის მიუხედავად, დაზარალებული ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ დაპირისპირება არ წყდება.

მსგავსი თემები