ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაზარეს დედა ავრცელებს.

,,გამარჯობათ მეგობრებო! ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის ამბები…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება 22 მარტს”, – წერს თამთა კალანდაძე

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები