„ორი შვილი დარჩა“ – 26 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

26 წლის ლანა მურადიანს 4 თვის წინ ,,იმედის კლინიკაში” საკეისრო კვეთა ჩაუტარადა. რამდენიმე დღეში კი ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ლანა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“იმედის კლინიკა” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამეანო-გინეკოლოგიური კუთხით ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ ეტაპზე საკითხს შესაბამისი უწყებები და სფეროს ექსპერტები სწავლობენ. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რა გახდა პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი”, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები