დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცოლს უცხო წყვილებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცოლს უცხო წყვილებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქალს მობეზრდა მამაკაცის მხრიდან დაშინება და გადაწყვიტა, რამდენიმე მეგობრისთვის მოეყოლა ყველაფერი და რჩევა ეთხოვა. მათ კი დაარწმუნეს, რომ საჩივარი შეეტანა.

ქალმა მიაღწია სამართლიანობას, რადგან ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 500 ევრო კომპენსაცია.

ქმარი არის 50 წლის მამაკაცი, რომელმაც ცოლისგან მალულად გადაიღო ის შიშველი და აშკარად სექსუალურ პოზებში. ამ ფოტოებით მამაკაცი ცოლს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ შეასრულებდა მის ყველა მოთხოვნას, დაბეჭდავადა და გამოაქვეყნებდა მის შიშველ ფოტოებს და ყველაფერს მოუყვებოდა ქალიშვილებს.

მსგავსი თემები