მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში დღეს დილით, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს. მის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“.

მედიის ინფორმაციით, საქმე გაზეთის ერთ-ერთ პუბლიკაციას უკავშირდება.

სოკოლოვს შესაძლოა 50 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდა დაეკისროს. საქმეს პეროვსკის სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომის დრო ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები