,,არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს” – ფოტიგა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

,,მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანნა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერის შესახებაცაა საუბარი.

როგორც ირკვევა, რეზოლუციაში ჩასწორებები სწორედ მისი მოთხოვნით შეიტანეს და ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას.

ასევე, ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში ცვლილებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც შევიდა.

,,მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო ჩემი ორი ცვლილება საქართველოს მხარდასაჭერად”, – წერს ანნა ფოტიგა.

მსგავსი თემები