გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ოპტიკის მაღაზიიდან სათვალეების და აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 33 წლის ქართველმა 42 წლის თანამზრახველთან ერთად, რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების სათვალეები ერთ-ერთი მაღაზიიდან მოიპარა, ხოლო შემდეგ ახლომდებარე აფთიაქში წავიდა, საიდანაც 50 ევროს ღირებულების ელექტრონული აქსესუარები მოიპარეს.

ქართველი ადგილზე დააკავეს, მისი თანამზრახველი კი მიიმალა. ჩხრეკისას დაკავებულ ქართველს ცივი იარაღი აღმოუჩინეს. გამოძიება კი იარაღის დახმარებით ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მსგავსი თემები