,,ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი პატივია”- ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია მეოთხედ აღიარეს წლის საუკეთესო მოთამაშედ. გამოკითხვის შედეგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა.

,,პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო. ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი პატივია და ამისთვის ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება 2024 წელს, იმედი, მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული წელი იქნება და ყველა იმ ოცნებას ავიხდენთ, რაც ყველა ქართველს გააჩნია. აქვე მინდა, რომ ყველას წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერება, წარმატებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობა გისურვოთ. დაესწარით მრავალს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ – წარმატებები“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მსგავსი თემები