ღამით, რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე მიმართულებით თავდასხმა განახორციელა

რუსმა დამპყრობლებმა 29 დეკემბერს, გამთენიისას, სუმის რეგიონის ქალაქ კონოტოპს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და მომსახურების სადგური, დაშავდა სამი ადამიანი.

ამის შესახებ  ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებსაც.

,,მტერმა მანამდე სარაკეტო დარტყმა განახორციელა კონოტოპზე. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ავტოსერვისი. ცეცხლი გაუჩნდა მანქანას,”- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები