ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალტ ტრამპს კოლორადოს შემდეგ, 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ.

ტრამპის მოწოდების შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო.

„აშშ-ს კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, – წერს ბელოუსი.

ტრამპის ადვოკატების განცხადებით, სწრაფად გააპროტესტებენ „საშინელ“ გადაწყვეტილებას.

 

მსგავსი თემები