სტუდენტი, რომელმაც 14 ადამიანი მოკლა, პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობას აღიარებს

24 წლის სტუდენტმა, რომელმაც კარლის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, ჩეხეთის პოლიციის მიერ ნაპოვნ წერილში კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა.

წერილი მსროლელის სახლში ჩხრეკისას იპოვეს. წერილში სტუდენტი აღიარებს პრაღის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე კლანოვიცკის ტყეში მამაკაცისა და ბავშვის მკვლელობას.

გასულ კვირას 24 წლის სტუდენტმა, დევიდ კოზაკმა ცეცხლი გახსნა ჩარლზის უნივერსიტეტში, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

მსგავსი თემები