„ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია“ – ირაკლი კობახიძე ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ალექსანდრე დუგინის შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამის გამო, რეგისტრაციიდან მთელი ოპოზიცია არ უნდა ჩაიხსნას.   

„ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა მათ შორის და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ის, რომ თუ პრორუსული ძალები არჩევნებში ხმების 20 პროცენტზე მეტს იღებდნენ 2013 წელს, ბოლო არჩევნებში მათ, „პატრიოტთა ალიანსმა” და ნინო ბურჯანაძემ  მიიღეს 4%-ზე ნაკლები. ეს არის ჩვენი დამსახურება, ჩვენი პოლიტიკის დამსახურება. ამ შემთხვევაშიც, საზოგადოება იტყვის საკუთარ სათქმელს და ჩვენი პოზიციაც იქნება ნათელი. ბურჯანაძე ეჯდა მთელ ოპოზიციას საკუთარ ოფისში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაშინ ჩავხსნათ ყველა რეგისტრაციიდან? ჩავხსნათ მთელი ოპოზიცია რეგისტრაციიდან?“ – კითხულობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ლევან ვასაძე და „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრე დუგინი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ.  

მსგავსი თემები