პარიზში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიული დაშვებისას, საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა.

ბორტზე მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

კორპუსში ან მის მიმდებარედ არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი თემები