„ეს ბიჭი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას”- ჩარკვიანი ხაბეიშვილზე

 თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მოთმინებით გაოცებულია. მისი თქმით, გაოცებული უყურებს მის მოთმინებას.

„ეს ბიჭი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას. მომწონს ამღიარებელი კაცი, ამღიარებელი ადამიანი. თქვა, რომ მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაფუძნებულ პარტიაში. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა. ამ ბიჭს ხომ ვერ ვათქმევინეთ ვერასდროს. მელია ამბობს: „მე, მე, მე“, უკაცრავად რა, შენი ნაშრომი არ არის მარტო. მელიამ, მიშას ხმები მინდაო, დაფინანსება მიშას მოპოვებული მინდაო, საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილით მინდა ყველაფერიო, მაგრამ „პიპინ-პიპინით“ უნდა ვიარო და დავაძინო პროცესიო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები