ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა – დაიღუპა 11 მთამსვლელი

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა, ხოლო 12-ს ამ დრომდე ეძებენ.

დასავლეთ სუმატრაში ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევისას  დაახლოებით 75 მთამსვლელი იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე.

ორშაბათს სამი გადარჩენილი 11 მთამსვლელის ცხედრებთან ერთად იპოვეს.

კვირას 2 891 მეტრის სიმაღლის ვულკანი ამოიფრქვა.

ხელისუფლებამ მეორე დონის საგანგებო ვითარება გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან მიახლოება 3 კილომეტრის მანძილზე აუკრძალა.

მსგავსი თემები