ნაფარეულის ტყეში ხანძარია

თელავიში, სოფელ ნაფარეულის ტყეს ცეცხლი უკიდია.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება.

მსგავსი თემები