საბერძნეთში 47 წლის ქართველ კაცს მშენებლობაზე დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა საბერძნეთში – 47 წლის ქართველი კაცი დენის დარტყმის შედეგად, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაქირავებული მუშა იყო და სათბურის მშენებლობაზე მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დენის ღია სადენს შეეხო. კაცი ვოლოსის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები