მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის კონცეფცია საბჭოთა კავშირის აღდგენაა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის კონცეფცია საბჭოთა კავშირის აღდგენაა. მისი თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკება.

,,რა მოლაპარაკებებზეა საუბარი? მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის კონცეფცია საბჭოთა კავშირის აღდგენაა. მათთვის მთავარია უკრაინაზე კონტროლის დამყარება, ეს აშკარა მიზანია. რუსეთს არ სურს მოლაპარაკება. მათ ასეთი ვარიანტი არ აქვთ. რუსეთს სურს, რომ დავეხმაროთ ოპერაციული პაუზის მიღებაში სამი თვით, ექვსი თვით – ფრონტის ხაზის გაყინვაში. ამ დროის განმავლობაში, ოკუპანტები მობილიზდებიან, შეავსებენ რეზერვებს და საინფორმაციო შეტევას რაც შეიძლება მკაცრად დაიწყებენ,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები