ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება. საქმეს იერუსალიმის სასამართლო განიხილავს. მას  წაყენებული აქვს ქრთამის აღების, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის ბრალდებები.

სასამართლო პროცესი 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო გადაიდო.

მედიიის ინფორმაციით, პრემიერი ამჟამად გათავისუფლებულია სხდომებზე დასწრებისგან, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე თვეში ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.

 

მსგავსი თემები