„ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს… ძმე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ“- ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მცხეთა-მთიანეთის რაიონში, სოფელ ციხისძირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ძმე­ბი, ტა­რი­ელ და გოჩა ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ლექ­სო ბუ­ქუ­რი. ბე­დოშ­ვი­ლე­ბი ანა­ნუ­რი­დან იყ­ვნენ, ბუ­ქუ­რი კი სო­ფელ ცივ­წყა­რო­დან.

“ანა­ნურ­ში ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, სამი ახალ­გაზ­რდა დავ­კარ­გეთ, ძმე­ბი ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო და შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად აფეთ­ქდა. ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნა­ში და­იწ­ვნენ” – უყვება ად­გი­ლობ­რი­ვი AMBEBI.GE-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები