ნოემბერში ყველაზე მეტად, 19.4 პროცენტით ზეთი გაიაფდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა 5.6 პროცენტით და პირადი ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.5 პროცენტით.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პტოცენტით არის მომატებული ფასები როგორც თამბაქოს ნაწარმის, ასევე 4.0 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე. საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებელი, მიმდინარე მოვლა და შეკეთება, სადაც ზრდამ 14.4 პროცენტი შეადგინა. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – აქაც 7.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1-პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი, -19.4 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული, -11.7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები, -9.2 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი, -3.5 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, -2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე – 12.2 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.3 პროცენტით, თევზეულზე – 5.0 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურაური წვენები 2.7 პროცენტით გაძვირდა.

მსგავსი თემები