მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა 

კრემლის პროპაგანდისტი, ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სტუდენტებს შეხვდა.

სიმონიანმა გააკრიტიკა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, მიუთითა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID).

“ასეთი ორგანიზაციები, ეწევიან თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს, ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდს, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას” – განაცხადა სიმონიანმა და  აფხაზეთის “ხელმძღვანელობას” უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა მათთან უკომპრომისოდ საბრძოლველად“.

მსგავსი თემები