რუსეთმა  ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა  ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის გარეუბნის დაბომბვისას 3 კაცი დაშავდა. მათგან ორმა, 61 და 51 წლის მოქალაქეებმა ტვინის შერყევა მიიღეს. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. მესამე, 46 წლის დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული – მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – განაცხადა ხერსონის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

მსგავსი თემები