,,არაფერი სკანდალური ამაში არ არის” – თალაკვაძე ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლაზე

,,არაფერი სკანდალური ამაში არ არის”. ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლას.

,,ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ, ასე რომ, არაფერი სკანდალური ამაში არ არის და რაღაც ახალი სენსაცია აქედან უბრალოდ არ გამოვა. ის, რასაც ადრე ამბობდით პირდაპირ ეწინააღმდეგება. პირდაპირ გითხარით რას ამბობდით ადრე და რას ამბობთ დღეს. ანუ, თუ თქვენივე სიტყვებით ის გააპარეს, ან გაიქცა საქართველოდან ხელისუფლების ხელშეწყობით, დღეს თქვენივე სიტყვები არის, რომ ის დაინახეთ აეროპორტში, როგორ ჩამოვიდა საქართველოში. როგორ ხართ-თქო, უბრალოდ მოგიკითხეთ ამასთან დაკავშირებით, თქვენს წინა განცხადებებთან მიმართებაში. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე, როდესაც საზოგადოება ამას ითხოვს და ამას საჭიროებს. ასე რომ, სხვას აქ ვერაფერს ვერ გეტყვით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები