უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება – მედია

უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება.  „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორის, შალანდა იანგის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან კონგრესის ლიდერებს გაუგზავნა.

წერილში ნათქვამია, რომ კონგრესის უარი ახალი მხარდაჭერის დამტკიცებაზე „დააჩოქებს კიევს ბრძოლის ველზე“, ასევე „გაზრდის რუსეთის სამხედრო გამარჯვების ალბათობას“.

„არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი ამ მომენტის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ არ გვაქვს ფული და თითქმის აღარ გვაქვს დრო. უკრაინის ეკონომიკა თუ  დაინგრევა, ისინი ვერ შეძლებენ ბრძოლის გაგრძელებას. პუტინს ეს კარგად ესმის, რის გამოც რუსეთმა უკრაინის ეკონომიკის განადგურება თავის სტრატეგიაში ცენტრალურ ნაწილად აქცია, რაც შეგიძლიათ, ნახოთ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები