აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს – ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს.

„არ არსებობს განზრახვა ან გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე – ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. ისრაელელებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათ არ სურთ უცხოური ჯარები თავიანთ მიწაზე, რომ მათ სურთ ამ ოპერაციების დამოუკიდებლად წარმართვა და მათ აქვთ სრული უფლება, უნდოდეთ ამის გაკეთება“, – განაცხადა კირბიმ.

 

მსგავსი თემები