ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენი მეფე აბდულა II-სა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარსაც ეწვევა.

„ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებულ თხოვნას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები