,,ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან”- ლაშა ჟვანია

ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნის შემთხვევაში რეისის დამატებასაც განიხილავენ.

„როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ხვალ ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მსგავსი თემები