„ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ათასობით ადამიანი“ – ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის ინფორმაციით, ჰამასმა ებრაელ ბავშვებს თავი მოჰკვეთა და ათასობით ქალი გააუპატიურა.

„კფარ აზა, ეს არის მცირე კიბუცი ღაზის სექტორთან. იქ 4 ბავშვს მოაჭრეს თავი. ასევე ტყვედ აიყვანეს  1000-კაციანი კიბუცი. ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. ჰამასი და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა ჰამასის რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო”, – აცხადებს ჰადას მეიცადი.

 

მსგავსი თემები