„ქალები გააუპატიურეს… „ჰამასის“ სისხლიანი ხელები – ამერიკის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტი ისრაელში „ჰამასის“ სისასტიკესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ჯორჯ ბუში აცხადებს, ეს არის ბოროტების აქტი, რომელიც „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით ხდება.

„ისრაელის მოსახლეობა დაუოკებელი ბოროტების მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა. ამ ჯგუფის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია… ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, – განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის განცხადებით, „ჰამასის“ ბოოტებას ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლეც ემსხვერპლა.

„ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  მათ შორისაა ამერიკის 14 მოქალაქე… როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად.  საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე” – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

 

 

მსგავსი თემები