ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ, მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში – ბაიდენი

„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ჩვენ მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო  ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას თავისი ქალაქები და მოქალაქეები“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები