,,მუსიკა გამოირთო და ყველას უთხრეს – დაწექით იატაკზე”- ფესტივალის გადარჩენილი მონაწილე

მიხალ ოჰანა ერთ-ერთია, ვინც 7 ოქტომბრის დილით ქვეყანაში შემოჭრილი ჰამასის შეიარაღებული მებრძოლების მიერ განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა. გოგონა ლექტრონული მუსიკის ფესტივალ Nature Party-ზე იმყოფებოდა.

მან  მოახერხა ვიდეოს გადაღება, თუ რა ხდებოდა ფესტივალზე თავდასხმის დროს.  მიხალ ოჰანა პორტუგალიის მკვიდრია და ისრაელში ძმისშვილის დაბადების აღსანიშნავად ჩავიდა.

,,ჩემი ძმისშვილი რამდენიმე დღის წინ დაიბადა, ჩემი და კი საავადმყოფოში დარჩა. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავედი. ყველაფერი კარგად იყო დილის ექვს საათამდე, სირენა რომ გაისმა, მუსიკა გამოირთო და ყველას უთხრეს, – დაწექით იატაკზე“. – განაცხადა ოჰანამ.

ოჰანა და მისი მეგობრები ექვსი საათის განმავლობაში იმალებოდნენ ტანკის ქვეშ და გოგონამ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო. ოჰანა ამჟამად მკურნალობას გადის.

მსგავსი თემები