პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

რუსული მედია პალესტინის ელჩზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, მზადება მიმდინარეობს. ელჩის თქმით,  პალესტინა რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს რუსეთთან.

,,ჩვენ ყოველდღიურად ვართ კონტაქტში მოსკოვთან. ახლა მზადება მიმდინარეობს პრეზიდენტი აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის”, – განაცხადა ელჩმა.

მოსკოვში პალესტინის წარმომადგენელის თქმით, ელოდებიან კრემლის ოფიციალურ განცხადებას, თუ როდის გაიმართება ვიზიტი.

მსგავსი თემები