ღაზაში 100-150-მდე მძევალია დაკავებული – გაერო-ში ისრაელის ელჩი

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული. ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა განაცხადა.

,,ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა – 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ,” – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ფოკუსირებული არიან ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს “ჰამასის” ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას.

,,ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ “ჰამასი” გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს “ჰამასის” ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას,” – განაცხადა ერდანმა.

მსგავსი თემები