,,ძალიან დიდი მსხვერპლია, არის ტყვედ აყვანის ბევრი შემთხვევა, არიან დაჭრილები, მობილიზებულია საავადმყოფოს მედ-პერსონალი” – ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

ქართველმა ემიგრანტმა, მაია მელქაძემ ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„მოულოდნელად, 05:30 საათზე ჩაირთო საგანგებო სიგნალი. ჩავედით დაცულ ოთახებში, სადაც ასეთ დროს ყველა მოთავსდება. ტერორისტები შემოსული არიან ჩრდილოეთის მხრიდან, სოფლებში არიან მიმოფანტული. ძალიან ბევრი მსხვერპლია. არის ტყვედ აყვანის ძალიან ბევრი შემთხვევა. არიან დაჭრილები. მობილიზებულია საავადმყოფოს მედ-პერსონალი“, – განაცხადა მაია მელქაძემ.

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 740 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

მსგავსი თემები