,,რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა” – ბენ კარდინი

,,რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა”. ამის შესახებ Twitter-ზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი წერს და ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

,,რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და ერთგულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში”, – განაცხადა კარდინმა.

მსგავსი თემები