,,აშშ მტკიცედ დადგება ისრაელის გვერდით” – აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

,,აშშ მტკიცედ დადგება ისრაელის გვერდით”. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

,,აშშ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულებს“, – თქვა უოტსონმა.

მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეკ სალივანი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მსგავსი თემები