ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები