ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

მსგავსი თემები